ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში და გასართობი შოუ "RAICI - რაიცი"
პლატფორმა "RAICI - რაიცი" ერთადერთი სრულიად უფასო, ინტერაქტიული სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც ართობს და ფინანსურად აჯილდოვებს მომხარებელს!
აპლიკაციის მეშვეობით გამართულ პირდაპირ ტრანსლაციებში მომხმარებელი ჩაერთვება თავბრუდამხვევად ენერგიულ, ინტერაქტიული თამაშში, რომელიც მოიცავს 10 შეკითხვას (პასუხის 4 ვარიაციით) და თითო შეკითხვაზე სწორი პასუხის დასაფიქსირებლად მხოლოდ 10 წამს!
ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მოთამაშე დაჯილდოვდება სპონსორის წარმოდგენილი საპრიზო ფონდით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული რამოდენიმე მოთამაშე იქნება, პრიზი გაიყოფა თანაბრად! მაგალითად: 30,000 ადამიანი თუ დაიწებს თამაშს, სავარაოუდოდ, 100 მონაწილე შეძლებს სწორად უპასუხოს ათივე შეკითხვას - 1000 ლარიანი პრიზიდან, თითოს შეხვდება 10 ლარი! - მარტივი, უფასო, მყისიერი ფული რამოდენიმე წუთიან გართობაში!
"RAICI - რაიცი" გაიმართება კვირაში 2 ჯერ - ასე რომ უსასრულო მოგების შანსი აქვს ყველას ვინც შემოგვიერთდება!
აპლიკაცია "RAICI - რაიცი" - ხელმისაწვდომია Android და IOS -ტიპის მოწყობილობებისთვის, მისი ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია და ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა, ხოლო მოგებული თანხა კი რეალურია.
"RAICI - რაიცი" აპლიკაციის ჩამოტვირთვას და რეგისტრაციას სულ ორიოდე წუთი ჭირდება.
გადაცემა მოიცავს 10 წუთს და 10 შეკითხვას, თითო შეკითხვაზე სწორი პასუხის დასაფიქსირებლად მხოლოდ 10 წამს, გამარჯვებულია ყველა, ვინც ათივე შეკითხვას გასცემს სწორ პასუხს.
გადაცემა-ვიქტორინა, რომელშიც შეგიძლიათ ჩართვა „RAICI” აპლიკაციის მეშვეობით, გადაცემა მოიცავს 10 წუთს და 10 შეკითხვას, თითო შეკითხვაზე სწორი პასუხის დასაფიქსირებლად მხოლოდ 10 წამს (პასუხის დაფიქსირება შესაძლებელია მხოლდ ერთხელ და შეცვლას არ ექვემდებარება) ვიქტორინა ინტერაქტიულია, სასიამოვნო და სარგებლიანი მომხმარებლისთვის.
ვიქტორინაში მონაწილეობა სრულიად უფასოა, თამაში შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ჩამოტვირთული „raici" აპლიკაცია.
რეგისტაციისთვის აუცილებელია, აპლიკაციაში მიუთითოთ პირადი ტელეფონის ნომერი და შეიყვანოთ ერთჯერადი კოდი, რომელსაც რეგისტრაციისას მიიღებთ მითითებულ ნომერზე. .
იმ შემთხვევაში, თუ პირადი ტელეფონის ნომრით არ გაივლით ვერიფიკაციას, თქვენ ვერ შეძლებთ ვიქტორინაში მონაწილეობას და მოგებული თანხის განაღდებას. აუცილებელია, სწორად მიუთითოთ ტელეფონი და საბანკო რეკვიზიტები .
მომხმარებლის აღდგენა ხდება მითითებული ტელეფონის ნომრით, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში გაიგზავნება ახალი ერთჯერადი კოდი.
თანხის გატანის მოთხოვნას აფიქსირებთ პირად პროფილში „raici” აპლიკაციის მეშვეობით, რის შემდეგაც ბალანსზე არსებული თანხა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით, ორი-სამი სამუშაო დღის ვადაში აისახება მითითებულ საბანკო ანგარიშზე! თანხა გადაეცემა იმ გამარჯვებულს, რომელის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იქნება ტელეფონის ნომრით და მითითებული საბანკო ანგარიშით. .