სამომხმარებლო შეთანხმება

ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში და გასართობი შოუ "RAICI"


აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება არეგულირებს და აწესრიგებს ურთიერთობას "RAICI - რაიცი"-სა და მის მომხმარებლებს ანუ მონაწილეებს შორის.

"RAICI - რაიცი"-ს აპლიკაცია Android და IOS პლატფორმისთვის არ იყენებს მომხმარებლის პირად ინფორმაციას მოწყობილობიდან ანგარიშებიდან ანდა სხვა აპლიკაციებიდან.

"RAICI - რაიცი"-ს აპლიკაცია Android და IOS პლატფორმისთვის იყენებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას რომელიც უშუალოდ მომხმარებელს შეყავს რეგისტრაციის დროს.

მომხმარებელი პასუხისმგებელია და ვალდებულია მიუთითოს სწორი ინფორმაცია რომელიც საჭიროა მის გამოსაყენებლად(პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიშის ნომერი), ასევე ეკუთვნოდეს აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომერი მას და არ მოახდინოს სხვისი ნომრიდან რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს მომხმარებლის ანაგარიშის დაუყოვნებლივ გაუქმების დაბლოკვის ან თანხის განულების.

მონაწილეობის წესები!

მონაწილეობას იღებს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ჩამოტვირთული "RAICI - რაიცი" აპლიკაცია და იდენტიფიცირებადი „ექაუნთი“

ზოგადი წესები!

• ყველა მოთამაშე ვალდებულია ტრივიაში ჩართვამდე გაეცნოს წინამდებარე წესებს - მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა ნიშნავს გათამაშების წესების სრულად დაცვას და ასევე შოუს ორგანიზატორის უფლებების სრულად აღიარებას
• გათამაშების წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების ტანახმად, მოთამაშეს არ ათავისუფლებს ვალდებულებებისგან.
• "RAICI - რაიცი" აპლიკაციაში რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ მინიჭებული "პაროლი" კონფიდენციალურია, მისი გასხვისება და გადაცემა მესამე პირზე იკრძალება. "პაროლის" უსაფრთხოებაზე უსუალო პასუხისმგებელი თავად მოთამაშეა- "პაროლის" დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემის და მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზარალზე "თამაშის ორგანიზატორი" სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა უშუალოდ მოთამაშეს ეკისრება.
• მოთამაშეს მიერ "RAICI - რაიცი" სისტემაში არასწორად დაფიქსირებული საბანკო რეკვიზიტების შემთხვევაში "თამაშის ორგანიზატორი" იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას არნიშნული თანხის უკან დაბრუნების და ხელმეორედ სხვა ანგარიშზე დარიცხვასთან დაკავშირებით
• თანხის გატანის მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, გადარიცხვის განხორციელებამდე, მოთამაშის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტი) შეცვლის შემთხვევაში "RAICI - რაიცი" იტოვებს უფლებას დააიგნოროს აღნიშნული თხოვნა და შეინახოს თანხა შემდეგი გატანის დაფიქსირებამდე.
• მოთამაშეს მოგებული თანხა ავტომატურად აესახებათ აპლიკაციის ანგარიშზე, მისი გატანა შეეძლებათ მხოლოდ სამუშაო დღეებში.
• ტექნიკური ან/და მექანიკური ხარვეზის შემთხვევაში კომპანია იხსნის ყველანაირ ვალდებულებას ან/და პასუხისმგებლობას.
• იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციაში მონაცემები შეცდომით იქნა შეყვანილი და ამ შეცდომის შედეგად მოთამაშეს აპლიკაციაში დაერიცხა ზედმეტი თანხა "მოთამაშის ორგანიზატორი" იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება და ჩამოაჭრას მოთამაშეს შეცდომით დარიცხული თანხა, ან პირიქით.
• ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება თამაშის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.
• სხვადასხვა შოუში გათამაშებული თანხების და მათი გადანაწილების შესახებ ინფორმაცია ინახება "თამაშის ორგანიზატორის, "RAICI - რაიცი" მონაცემთა ბაზაში.
• "RAICI - რაიცი" იტოვებს უფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეაჩეროს, შეწყვიტოს, მოახდინოს მოდიფიცირება, გააუქმოს ან დაამატოს თავისი მომსახურეობები და/ან თამაშები.
• მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შეილახება "თამაშის ორგანიზატორის" საქმიანი რეპუტაცია "RAICI - რაიცი" იტოვებს უფლებას- გაუუქმოს ან/და დაუბლოკოს აპლიკაციით სარგებლობა.

საპრიზო ფონდი და მისი განაწილება!

• ყოველი შოუს საპრიზო ფონდი შეადგენს ფულად თანხას
• საპრიზო თანხა თანაბრად გადანაწილდება ყველა იმ მონაწილეზე, რომელიც სწორად გასცემს პასუხს ათივე შეკითხვას
• ბოლო კითხვაზე პასუხის შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გამარჯვებულებს შორის საპრიზო თანხა განაწილდება თანაბრად
• თანხა გადაეცემათ იმ გამარჯვებულებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება
• გადაცემის მომწყობი პასუხისმგებლობას იხსნის იმ გამარჯვებულებისთვის თანხის გადაცემის ვალდებულებაზე, რომელთა იდნეტიფიცირება ვერ მოხდება მონაწილის მიზეზით (სხვა ექაუნთით თამაში, არაიდენტიფიცირებადი ექაუნთით თამაში, ვერ წარადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და სხვა)
• გამარჯვებულებს საპრიზო თანხიდან დაუკავდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.